მაია ნიკოლეიშვილმა თემირლან მაჩალიკაშვილის საცხოვრებელ სახლში მუშაობა უკვე დაასრულა

დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა თემირლან მაჩალიკაშვილის საცხოვრებელი სახლი უკვე დატოვა. როგორც მაია ნიკოლეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელში შენარჩუნებულია სროლის ტრაექტორიის განსაზღვრა, ასევე არის სისხლის გარკვეული კვალი, რაც ნიკოლეიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ექსპერტიზის საბოლოო შედეგისთვის.

როგორც ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, შემთხვევის ადგილს სახეცვლილება არ აქვს. სხვა დამატებით დეტალებზე დამოუკიდებელმა ექსპერტმა განმარტება არ გააკეთა, რადგან, მისი თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილს ამ შემთხვევაში არც ბრალდებულის და არც დაზარალებულის სტატუსი ჯერ არ აქვს და ამიტომ, რაიმე დამატებითი ინფორმაციის თქმა არასწორია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა