თემირლან მაჩალიკაშვილის უცხოეთში გასაგზავნად მოლაპარაკებები ამჯერად ავსტრიის კლინიკასთან მიმდინარეობს

თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, პაციენტის სამკურნალოდ უცხოეთში გასაგზავნად მოლაპარაკებები ავსტრიის კლინიკასთან მიმდინარეობს.

როგორც ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ადასტურებს ინფორმაციას, რომ გერმანიიდან მათ მიიღეს უარი პაციენტის სამკურნალოდ გადაყვანაზე, თუმცა, მისთვის უცნობია, რა გახდა უარის თქმის მიზეზი.

„ვადასტურებ, რომ გერმანიის კლინიკამ უარი განაცხადა მაჩალიკაშვილის მიღებაზე. არ ვიცი, უარი რით იყო განპირობებული. მოლაპარაკება წარმოებს ავსტრიის კლინიკასთან და ახლა მოლოდინის რეჟიმში ვართ“, - აღნიშნა მარიამ კუბლაშვილმა.

პანკისში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მიღებაზე გერმანიის ერთ-ერთმა კლინიკამ უარი განაცხადა. წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკის ექიმის ზაზა ლურსმანაშვილის განმარტებით, კლინიკამ მიზეზად გადატვირთულობა დაასახელა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა