ადვოკატის ინფორმაციით, რუსლან ალდამოვმა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ლიკვიდირებული ერთ-ერთი პირი ფოტოებზე ამოიცნო

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსლან ალდამოვი უარყოფს ახმედ ჩატაევთან და მისი ჯგუფის წევრებთან საქმიან კავშირს, თუმცა, მან ამოიცნო ერთ-ერთ ფოტოსურათზე ჩეჩენი ეროვნების პიროვნება, რომელიც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს არის ლიკვიდირებული, - ამის შესახებ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსლან ალდამოვის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, მან საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფს აჩვენა წინასწარი გამოძიების დროს წარმოდგენილი სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულების ფოტოსურათები, შესაბამისად, რუსლან ალდამოვმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთ პირთან შეხება ჰქონია.

„მე რუსლან ალდამოვს ვანახე წინასწარი გამოძიების დროს წარმოდგენილი ჩეჩენი ეროვნების პირების ფოტოსურათები და რუსლან ალდამოვმა ერთ-ერთი მათგანი თითქოს ამოიცნო და აღნიშნა, რომ მისთვის არ იყო უცხო. თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, სადღაც შეხვედრია, მას წარმოდგენა არ შეიძლება ჰქონოდა მისი საქმიანობის შესახებ“, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

ადვოკატი არ ასახელებს, რომელი პირი ამოიცნო რუსლან ალდამოვმა, თუმცა ამბობს, რომ ეს არ იყო ახმედ ჩატაევი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა