მალხაზ მაჩალიკაშვილი - დღის განმავლობაში ველოდებით ავსტრიიდან პასუხს, პარალელურად მიმდინარეობს სხვა კლინიკების მოძიება

გააგრძელებს თუ არა მკურნალობის პროცესს ავსტრიის კლინიკაში პანკისში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი, ამაზე პასუხს მაჩალიკაშვილების ოჯახი ამ დრომდე ელოდება. როგორც ჟურნალისტებს თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა, ამასთან, დაკავშირებით საბოლოო პასუხს ავსტრიიდან დღის განმავლობაში მიიღებენ.

მისივე ინფორმაციით, ალტერნატივის სახით, პარალელურად სხვა ქვეყნებში, სხვა კლინიკების მოძიების პროცესი მიმდინარეობს.

”ავსტრია ჩვენთვის მისაღებია, ვინაიდან ვიცით, რომ ის მედიცინის კუთხით ძლიერი ქვეყანაა.

ავსტრიიდან დღის განმავლობაში ველოდებით პასუხს. პარალელურად მიმდინარეობს სხვა კლინიკების მოძიება, რათა დარწმუნებული ვიყოთ და რეზერვად გვქონდეს სხვა კლინიკაც. რაც შეეხება დაფინანსებას, რამდენადაც მე ვიცი, ფინანსებს ჯანდაცვის სამინისტრო დაფარავს”, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. ის ამ დრომდე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა