გიორგი კვირიკაშვილი - ყველას ვუსურვებ, რწმენაში გავერთიანებულიყავით ჩვენი ერის საკეთილდღეოდ

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოსახლეობას შობის დღესასწაულს ულოცავს. პრემიერ-მინისტრი საკუთარ მილოცვაში პატრიარქის საშობაო ეპისტოლესაც ეხმაურება.

“ყველას გულით გილოცავთ ქრისტეშობის უდიდეს დღესასწაულს! გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. საქართველოს ვუსურვებ გაერთიანებას და უფრო მეტ სიყვარულს. მინდა, მოგილოცოთ 2018 წელი და გისურვოთ ყოველივე კარგი. პატრიარქმა, თავის ეპისტოლეში ისაუბრა ქრისტიანობის და რწმენის მნიშვნელობაზე. იგი ბრძანებს, რომ, როგორც ხისგან მოწყვეტილი ნაყოფი ხდება უსულო და ხმება, ასევე, ეკლესიისგან მოწყვეტილი ადამიანის ბედიც ანალოგიურია. ყველას ვუსურვებ, აი ამ რწმენაში გავერთიანებულიყავით ჩვენი ერის საკეთილდღეოდ. მინდა, ჩვენს პატრიარქს მივულოცო აღსაყდრებიდან მე-40 შობა და დაბადებიდან 85 წელი, რომელიც ორიოდე დღის წინ შეუსრულდა. წელს ძალიან მნიშვნელოვანი წელია, დიდი იუბილეები გვაქვს - ჩვენ ვზეიმობთ ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლისთავს. ასე რომ, ბევრი კარგი თარიღია. მინდა, მთელს საქართველოს ვუსურვო ბედნიერება, ოჯახებს - კეთილდღეობა, სიმშვიდე და ამ სიმშვიდეში - საქართველოს წინსვლა. ყველას გილოცავთ!“, - განაცხადა პრემიერმა სამების ტაძარში საშობაო ლიტურგიის შემდეგ.

გიორგი კვირიკაშვილი - ყველას ვუსურვებ, რწმენაში გავერთიანებულიყავით ჩვენი ერის საკეთილდღეოდ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა