ზურაბ პატარაძე და დავით გაბაიძე ქრისტეშობის სადღესასწაულო წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში დაესწრნენ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, მეუღლესთან ერთად, ასევე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ქრისტეშობის სადღესასწაულო წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში დაესწრნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აღნიშნული უწყებების პრესსამსახურებიდან აცნობეს, საშობაო ლიტურგია ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ აღავლინა. სადღესასწაულო წირვას ბათუმში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ესწრებოდნენ. ზურაბ პატარაძემ მართლმადიდებლებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

„მინდა მივულოცო შობის ბრწყინვალე დღესასწაული ჩვენს რეგიონს, ჩვენს ქვეყანას, სრულიად საქართველოს. სიკეთის, განვითარების, მშვიდობის და სიხარულის მომტანი ყოფილიყოს ეს დღე ჩვენი ხალხისთვის“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

საშობაო ლიტურგიის დაწყებამდე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის რეზიდენციაში იმყოფებოდა სტუმრად.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა