გიორგი მარგველაშვილი ალილოზე - ნეტავ სულ ასე იყოს, მთელი წელი

გრძელდება საოცარი დღესასწაული ახლის და კეთილის დაბადების, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ, პრეზიდენტის სასახლეში, შობის მახარობლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პრეზიდენტმა ალილოს მონაწილეებს უმასპინძლა და საჩუქრები გადასცა.

"ჩემო საყვარელო თანამემამულეებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ შობას. მშვენიერია, რომ შობა გრძელდება ამ ემოციით, როდესაც პატარა ბავშვები და მომლოცველები მოდიან. ჩვენ მათ ვუნაწილებთ სიხარულს, მცირე ძღვენს, რომელიც განაწილდება იმ ადამიანებზე, რომლებიც შედარებით შეუძლოდ არიან ან არ აქვთ შესაძლებლობა. ამ ფორმით გრძელდება გუშინდელი საოცარი დღესასწაული ახლის და კეთილის დაბადების. ვუნაწილებთ ჩვენს სიყვარულს ერთმანეთს. ნეტავ სულ ასე იყოს, მთელი წელი", - განაცხდა გიორგი მარგველაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა