გიორგი გოგაძე პრეზიდენტის განცხადებაზე - არც ერთ თანამდებობის პირს არ აქვს უფლება, რომ მასზედ მინიჭებული უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენოს

არც ერთ დროს, არც ერთ თანამდებობის პირს არ აქვს უფლება, რომ მასზედ მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენოს ბოროტად – საქართველოში ეს არასოდეს დაკანონდება, - ასე პასუხობს მთავრი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის კრიტიკას, კონსტიტუციური უფლების გამოყებნების გამო ყოფილი პრეზიდენტის სისხლის სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით. გოგაძის თქმით, პრეზიდენტის შეფასებები არასასიამოვნო და დაუსაბუთებელი იყო. ამასთან, პროკურორის მოადგილის შეფასებით, პრეზიდენტის განცხადება, პროკურატურის და სასამართლოს ფუნქციების შეთავსების შთაბეჭდილებას ქმნის.

„არც ერთ დროს, არც ერთ თანამდებობის პირს არ აქვს უფლება, რომ მასზედ მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენოს ბოროტად – საქართველოში ეს არასოდეს დაკანონდება. ზოგადად, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ისევე როგორც ქრთამის აღება, სხვა მსგავსი მუხლების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მიეკუთვნება კორუფციულ დანაშაულთა რიგს და ზოგადად კორუფციასთან ბრძოლა არის საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი მთვარი პრიორიტეტი და ამ მიმართულებით ჩვენ ვახორციელებთ უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას. საქართველოში ხელისუფლება ემყარება დანაწილების პრინციპს და ყველა შტოს აქვს მასზე კონსტიტუციით მინიჭებული უფლება-მოვალეობები. რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო, როდესაც ერთი შტოს წარმომადგენელი აკეთებს დაუსაბუთებელ შეფასებებს ყოველგვარი გამოძიებისა თუ სასამართლო განხილვების გარეშე, სისხლის სამართლის დანაშაულზე, მითუმეტეს, მსგავსი ფუნქციების არ ქონის მდგომარეობაში და ხელისუფლების სხვა შტოს დამოუკიდებელი ინსტიტუციების, პროკურატურის და სასამართლოს, ფუნქციების შეთავსების შთაბეჭდილებას ქმნის. საქართველოს კანონმდებლობით სისხლის სამართლის დევნის ერთადერთი განმახორციელებელი უწყება არის პროკურატურა, ხოლო პროკურატურის გადაწყვეტილებების რევიზიის უფლება აქვს მხოლოდ სასამართლოს, შესაბამისად სხვა ვერავინ ამ ფუნქციებს ვერ შეითავსებს“, - განაცხადა გოგაძემ.

პროკურორის მოადგილე აღნიშნავს, რომ ვერც ერთი პოლიტიკური პირის განცხადება ანდა ქმედება ვერ მოახდეს ზეგავლენას პროკურატურის, თუ ნებისმიერი პროკურორის საქმიანობაზე.

„ზოგადად, არავის აქვს უფლება ჩაერიოს პროკურატურის საქმიანობაში, რადგან ეს არის აპოლიტიკური, სრულიად დამოუკიდებელი ორგანო და ნებისმიერი მსგავსი განცხადება, ტოვებს პროკურატურაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობის შთაბეჭდილებას, რაც, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობაში მოდის ზოგადად პროკურატურის მუშაობის დამოუკიდებლობის პრინციპთან. გარდა ამისა, მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ საქართველოში, მართლმსაჯულების განხორციელება სასამართლო ხელისუფლების უფლებამოსილებაა, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 82–ე მუხლით. მხოლოდ სასამართლოს აქვს უფლება, იმსჯელოს და დაადგინოს ამა თუ იმ პირის დამნაშავეობა ან უდანაშაულობა. პროკურატურა კი მოქმედებდა და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით მკაცრად განსაზღვრული საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში და გარწმუნებთ, ვერც ერთი პოლიტიკური პირის განცხადება ანდა ქმედება ვერ მოახდეს ზეგავლენას პროკურატურის, თუ ნებისმიერი პროკურორის საქმიანობაზე“, - განაცხადა გიორგი გოგაძემ.

ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე დამნაშავედ სცნო და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. გამოძიების თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა კუდ-ის იმჟამინდელ ხელმძღვანელს დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების უკანონო დაპირება მისცა და შემდეგ უკვე შეწყალების კომისიის გვერდის ავლით გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა შეიწყალა, რითაც შექმნა სამართლებრივი ბერკეტი, მსჯავრდებულების პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებისთვის.

იხილეთ ინტერვიუ სრულად

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა