ექიმი - საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ნაპოვნი ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია,მას ყველა საჭირო გამოკვლევა ჩაუტარდა

კლინიკა „რუსთავის" სამშობიარო განყოფილების უფროსის ბადრი გელენავას განცხადებით, ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ნაპოვნი ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც ბადრი გელენავამ ,,ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, ჩვილს ყველა საჭირო გამოკვლევა ჩაუტარდა, კლინიკაში მიყვანისას სხეულის ტემპერატურა ნორმაში იყო.

„ჩვილი ამ დროისთვის ჩვენთან რჩება, ველოდებით სოციალურ სამსახურს და უახლოეს პერიოდში მოხდება ალბათ მისი გადაყვანა ჩვილ ბავშვთა სახლში", - განაცხადა ბადრი გელენავამ.

7 იანვარს, რუსთავში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში მოქალაქეებმა ჩვილი იპოვეს და სამართალდამცავებს შეატყობინეს. როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, სისხლის სამართლის საქმე 127-ე მუხლით აღიძრა და მიმდინარეობს გამოძიება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა