ჰერბერტ მაკმასტერი - არსებობს იმის ნიშნები, რომ მექსიკის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთი ჩაერევა

არსებობს იმის ნიშნები, რომ მექსიკის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთი ჩაერევა, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჰერბერტ მაკმასტერმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი სერიოზულ ძალისხმევას იყენებს დემოკრატიულ ქვეყნებში პოლარიზაციის შესატანად და ევროპაში ერთობის დასანგრევად. მისივე შეფასებით, კატალონიის რეფერენდუმიც იმის მაგალითია, თუ როგორ ერევა რუსეთი უცხო სახელმწიფოების შიდა საქმეებში.

„ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთი იყენებს ჩახლართულ საარჩევნო კამპანიას განხეთქილების შესატანად, დეზინფორმაციისა და პროპაგანდისთვის კიბერინსტრუმენტების გამოყენებით“, - აცხადებს მაკმასტერი.

მექსიკაში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 1-ელ ივლისს ჩატარდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა