ვახტანგ მჭედლიშვილი - იუსტიციის საბჭოს წევრები ის მოსამართლეები არიან, რომლებიც 9 წლის განმავლობაში მუშაობდნენ მოსამართლეებად, მათ საქმიანობას პოზიტიურად არც მე ვაფასებდი

საბჭოს მოსამართლე წევრები ის მოსამართლეები არიან ვინც 9 წლის განმავლობაში მუშაობდნენ მოსამართლეებად და მათ საქმიანობას პოზიტიურად არც მე ვაფასებდი, - ასე უპასუხა პრეზიდენტის კვოტით დანიშნულმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ვახტანგ მჭედლიშვილმა საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის მიერ მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას. მჭედლიშვილის თქმით, საბჭოს მოსამართლე წევრების საქმიანობას დადებითაც არ აფასებდა არც ქართული და არც საერთაშორისო საზოგადოება.

"ეს ის მოსამართლე წევრები არიან, რომლებიც 9 წლის განმავლობაში მუშაობდნენ მოსამართლეებად და მათ საქმიანობას პოზიტიურად არც მე ვაფასებდი. მათ საქმიანობას პოზიტიურად არ აფასებდა არც "ქართული ოცნება", ნეგატიურად აფასებს მათ საქმიანობას დღევანდელი ოპოზიციური სპექტრი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც აღიარებს მათ საქმიანობას შეცდომად. მათ საქმიანობას პოზიტიურად არ აფასებდა არც ქართული და არც საერთაშორისო საზოგადოება. ჩემთვის მთავარი იყო მე მქონოდა ჩემი მოსაზრებები და თუნდაც მარტო დარჩენილს ეს მოსაზრებები აქტიურად დამეცვა და მებრძოლა განსხვავებული აზრისთვის. ყველაზე ობიექტური და კარგი შემფასებელი გვყავს საზოგადოება",- განაცხადა მჭედლიშვილმა.

რაც შეეხება გასული 4 წლის განმავლობაში საბჭოში მის საქმიანობას, მჭედლიშვილის თქმით, საკმაოდ რთული სამუშაო პროცესი იყო და ძალიან ბევრი პოზიტიური ინიციატივა იყო მისი მხრიდან გაჟღერებული.

მჭედლიშვილს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის პოსტზე უფლებამოსილების ვადა 16 იანვარს ეწურება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა