გორში ”სოკარ ჯორჯია გაზის” ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

გორის ცენტრში მდებარე ”სოკარ ჯორჯია გაზის” ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აბონენტების ნაწილი აცხადებს, რომ დეკემბერში მოსახლეობის უმრავლესობამ ბუნებრივ აირზე ხელოვნურად გაზრდილი გადასახადი მიიღო.

საინიციატივო ჯგუფის წევრები ხუთ მოთხოვნას აყენებენ. ესენია: ”დაიწყოს გამოძიება და გავლილ იქნას ყველა სამართლებრივი პროცესი. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება წარიმართოს არა ერთეული ადამიანების შემთხვევებით, არამედ, მან მიიღოს კოლექტიური გამოძიების სახე;

დადგენილია გაზის ხარისხის სტანდარტი, არსებობს ამ სტანდარტის მაკონტროლებელი ორგანო. მათ ჩვენ უნდა გვითხრან, რა კალორიულობისა და რამდენად ხარისხიანი გაზი მოგვეწოდებოდა და მოგვეწოდება;

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჩაგვაბაროს ანგარიში, რას აკეთებენ, ვის მიმართეს, რა გზებს გვთავაზობენ და ა.შ. ჩვენ გვჭირდება მათი გააზრებული, ქმედითი, დამხმარე ნაბიჯები და არა ემოციური საუბარი;

სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს მოვუწოდებთ, პატივი სცენ სამოქალაქო პროტესტს და ნუ გამოვლენ პარტიული ინტერესებითა და ლოზუნგებით. პროტესტი უნდა იყოს აბსოლუტურად თავისუფალი პარტიული შაბლონებისგან;

დადგინდეს, რამდენად სამართლიანად დაანგარიშდა გადასახადი. გვაჩვენონ ამა წლის წინა თვეებისა და წინა წლების იგივე თვესთან შედარებული მონაცემები”.

საინიციატივო ჯგუფის წევრების კიდევ ერთი მოთხოვნა ისაა, რომ ამ კითხვებზე პასუხის გაცემამდე და დავის დასრულებამდე, არც ერთ მოქალაქეს არ შეუწყდეს ბუნებრივი აირის მიწოდება.

ორი დღის წინ, გორში აბონენტებს ენერგოომბუდსმენი, ”სოკარ ჯორჯია გაზის", სემეკის და ეკონომიკის სამინისტროს (ენერგეტიკის დეპარტამენტი) წარმომადგენლები შეხვდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა