თერჯოლაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის 1 500 000 ლარი გამოიყო

საქართველოს მთავრობის მიერ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, თერჯოლის მუნიციპალიტეტს 1 500 000 ლარი ჩაერიცხა. გასულ წელს სტიქიის შედეგად მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული ობიექტები დაზიანდა.

სოფელ გოდოგანში, წყალწითელას უბანში დაზიანებულია კედელი, რაც საფრთხეს უქმნის როგორც საავტომობილო გზას, ასევე იქ მცხოვრებ მოსახლეობას. სოფელ ნახშირღელეში კი, გოშაძეების უბანში დაზიანებული საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაცია მოხდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარემ ნინო ჯანელიძემ განუცხადა, გზები და ხიდები შეკეთდება ასევე სოფლებში: საზანო, ბარდუბანი, სათემო უბანი და გოგნი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა