გორის მერი და საკრებულის თავმჯდომარე ბუნებრივი აირის გადასახადით უკმაყოფილო მოსახლეობას ხვდებიან

ბუნებრივი აირის გადასახადით უკმაყოფილო მოსახლეობას, რომლებიც ”სოკარ ჯორჯია გაზის" ადმინისტრაციულ შენობასთან მართავდნენ აქციას, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულის თავმჯდომარე დავით რაზმაძე შეხვდა და მერიის შენობაში, დარბაზში შეხვედრა შესთავაზა. აქციის მონაწილეებმა თავდაპირველად შეთავაზებაზე უარი განაცხადეს და აქციაზე მერის მისვლა მოითხოვეს, მოგვიანებით კი, გადაწყვიტეს, რომ წინადადებას დათანხმებოდნენ.

შესაბამისად, ამ წუთებში აქციის მონაწილეებს გორის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულის თავმჯდომარე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ხვდებიან. უკმაყოფილო აბონენტები ხელისუფლებისგან ქმედით ნაბიჯებს ითხოვენ, რომ ”მოხდეს ,,სოკარის" მიერ დარიცხული არარეალური გადასახადის კორექტირება და გაკონტროლება”.

გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, მას კომუნიკაცია აქვს ენერგოომბუდსმენთან, ასევე, ,,სოკარ ჯორჯია გაზის" წარმომადგენლებთან. თავზარაშვილის განცხადებითვე, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც არსებულ ვითარებას სწავლობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა