რუსთავში ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია გაიხსნა

რუსთავში ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია გაიხსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს.

ტაძრის გახსნასთან დაკავშირებით გაიმართა საზეიმო ღონისძიება, რომელსაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სააგენტოს თანამშრომლები, საქართველოს ებრაელთა კავშირის, სომხური ეკლესიის, სახარების რწმენის ეკლესიის და სხვა კონფესიის წარმომადგენლები, ასევე საქველმოქმედო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის პასტორებმა შმაგი ჭანკვეტაძემ და გიორგი ჩიტაძემ შეკრებილ მრევლსა და დამსწრე საზოგადოებას შობის დღესასწაული მიულოცეს. პასტორებმა ისაუბრეს ეკლესიის მშენებლობისა და რეკონსტრუქციის პროცესზე, რომელიც ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, მათ მადლობა გადაუხადეს სახელმწიფოს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე სიტყვით გამოსვლისას დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და მათ შობა-ახალი მიულოცა. მან სახელმწიფოსა და რელიგიურ ორგანიზაციების თანამშრომლობის შედეგებზე ისაუბრა, მისი განცხადებით, რუსთავში ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის გახსნა სწორედ ამ მჭიდრო თანამშრომლობის გამოხატულებაა.

„ყოველივე გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი ჩვენი ამ ტაძარში შეკრება არის დასტური იმისა, თუ როგორ კეთდება საქმე და რა შედეგი მოაქვს სახელმწიფოსა და რელიგიებს შორის თანამშრომლობას, პარტნიორულ, მეგობრულ და ურთიერთგაგების საფუძველზე“, - განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა