ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო სარეზოლუციო ნაწილს 10 იანვარს გამოაცხადებს

ბათუმის მოვლენებზე ბრალდებულების ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო სარეზოლუციო ნაწილს 10 იანვარს, 10:30 საათზე გამოაცხადებს.

როგორც მოსამართლე დავით მამისეიშვილმა განაცხადა, საქმესთან დაკავშირებით მას პოზიცია უკვე ჩამოყალიბებული აქვს.

დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ დასკვნითი სიტყვა თქვა. ასევე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა მერაბ ღოღობერიძის ადვოკატმა პაატა შავაძემ. როგორც ირაკლი ჩხვირკიამ განმარტა, იგი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

დღევანდელ პროცესს ბრალდებული მერაბ ღოღობერიძე არ ესწრებოდა.

გამოძიება მათ მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს. მუხლი ძალადობრივი აქციის ორგანიზებას გულისხმობს.

8 თვის განმავლობაში ბათუმის საქალაქო სასამართლომ მერაბ ღოღობერიძის და ირაკლი ჩხვიკიას საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებები გამოიკვლია და მოწმეები დაკითხა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა