ადვოკატი - მერაბ ღოღობერიძემ საჭიროდ არ ჩათვალა, რომ სასამართლოს წინაშე საბოლოო სიტყვით წარმდგარიყო

მერაბ ღოღობერიძემ საჭიროდ არ ჩათვალა, რომ სასამართლოს წინაშე საბოლოო სიტყვით წარმდგარიყო, - ეს განცხადება ბათუმის მოვლენებზე ბრალდებულის მერაბ ღოღობერიძის ადვოკატმა პაატა შავაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

„დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მაღალი ალბათობით, გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს. ირაკლი ჩხვირკიას სარეპლიკო სიტყვა გულწრფელი და დამაჯერებელი იყო. მე ვფიქრობ, რომ სასამართლოზე ამ გარემოებამაც გარკვეული როლი ითამაშა და განაჩენის გამოცხადება გადაიდო. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ კიდევ ერთხელ ჩაუღრმავდეს ყველა მტკიცებულებას. მერაბ ღოღობერიძე პროცესებს ხშირად არ ესწრება, ეს არის მისი უფლება და ახლა არ ჩათვალა საჭიროდ, რომ საბოლოო სიტყვით წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე. ეს არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს მოასწავებდეს“,- განაცხადა პაატა შავაძემ.

ბათუმის მოვლენებზე ბრალდებულების ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო სარეზოლუციო ნაწილს 10 იანვარს, 10:30 საათზე გამოაცხადებს.

დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ დასკვნითი სიტყვა თქვა. ასევე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა მერაბ ღოღობერიძის ადვოკატმა პაატა შავაძემ. როგორც ირაკლი ჩხვირკიამ განმარტა, იგი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. დღევანდელ პროცესს ბრალდებული მერაბ ღოღობერიძე არ ესწრებოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა