1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5895 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5895 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.5895 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5967 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0072 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1092 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1285 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0193 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.