სახალხო დამცველმა ოთარ აბესაძის საქმის შესწავლა დაიწყო

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მერიის ყოფილი თანამშრომლის, ოთარ აბესაძის საქმის შესწავლა სახალხო დამცველმა დაიწყო.

როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ბრალდებული ჩაფიძის კლინიკაში უკვე მოინახულა. ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველის აპარატი მომავალშიც გააგრძელებს ბრალდებულ ოთარ აბესაძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვის მონიტორინგს.

„მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით სახალხო დამცველი აცნობებს საზოგადოებას, რომ ბრალდებულ ოთარ აბესაძის საქმის შესწავლა სახალხო დამცველმა, კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საკუთარი ინიციატივით დაიწყო. აღნიშნული საქმის შესწავლის ფარგლებში სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ჩაფიძის სახელობის გულის ცენტრში მოინახულეს ბრალდებული.

სახალხო დამცველის აპარატი ახორციელებს და მომავალშიც გააგრძელებს ბრალდებულ ოთარ აბესაძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვის მონიტორინგს.

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბრალდებულის მიმართ გამოყენებული პატიმრობა უნდა იყოს პროპორციული. პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს ეფექტიანი გამოძიების ინტერესებს და ამასთან, ითვალისწინებდეს ბრალდებულთან დაკავშირებულ ინდივიდუალურ გარემოებებს, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობას“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ბრალდებით სუს-მა დააკავა. გამოძიების თანახმად, აბესაძემ მდინარე მტკვარზე, გარკვეული კონსტრუქციის აშენებისთვის საჭირო ნებართვის მისაღებად და ნებართვის მიღებამდე მშენებლობის წარმოების მფარველობის სანაცვლოდ მოქალაქეს 3 ათასი დოლარი ქრთამის სახით გამოართვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა