სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღეს წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღეს წვიმა, მთაში კი თოვლია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დღეს დასავლეთ საქართველოში ყველგან და აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს.

„დასავლეთ საქართველოში 9 იანვარს იწვიმებს, მთაში მოთოვს, იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან 17-22 მეტრი წამში, ჰაერის ტემპერატურა 7-12 გრადუსი იქნება. 7-12 გრადუსია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოშიც. ზოგან იწვიმებს, მთაში მოთოვს”, - განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.

მისივე თქმით, დღეს დედაქალაქში შესაძლებელია მცირე წვიმა, იქოლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 17-22 მეტრი წამში, ჰაერის ტემპერატურა 10 გრადუსი იქნება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა