ანა დოლიძემ ის სამი პრიორიტეტი დაასახელა, რომლითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობისას იხელმძღვანელებს

ანა დოლიძემ ის სამი პრიორიტეტი დაასახელა, რომლითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობისას იხელმძღვანელებს. დოლიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს იმ პატივისთვის, რასაც ჰქვია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მანამდე კი საპარლამენტო მდივნად დანიშვნა.

"ყოველი დღე გატარებული ამ შენობაში, საქართველოს პრეზიდენტთან მუშაობისას, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩემს კოლეგებთან მუშაობისას, გამორჩეულად დამამახსოვრდება. რაც შეეხება მომავალს, ეს არის დიდი პრივილეგია. მე მოგახსენებთ იმ სამ ამოცანას, რაც ჩემს ყველაზე მთავარ ამოცანად მიმაჩნია: მოგეხსენებათ, სასამართლო ხელისუფლების ფუნქცია არის ეფექტიანი და ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა. ამ მხრივ ჩვენი ბევრი მოქალაქე ყოველდღე ელოდება გადაწყვეტილებას ჩვენი სასამართლოებიდან და ეს ლოდინი ხშირად თვეები და წლებიც გრძელდება. საქმეთა გაჭიანურება არის ძალიან დიდი სისტემური პრობლემა, აქედან გამომდინარე, ჩემი მთავარი ამოცანა იქნება, რომ სასამართლომ გასწიოს ისეთი მომსახურება, რომელიც იქნება დროული და ხარისხიანი; მეორე ამოცანა უკავშირდება პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს და სასამართლო ხელისუფლების, კონკრეტულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ ნდობის ამაღლებას, რომელიც პირველ რიგში მისი გახსნილობით და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულებით უნდა მოხდეს. საბჭოს დღეს აკრიტიკებენ, რომ ხშირად არ არის შესაბამისად გახსნილი და ანგარიშვალდებული და ჩემი მეორე ამოცანა უნდა იყოს ამ გახსნილობის და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა; მესამე ამოცანა ასევე უკავშირდება სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობის გაზრდას და სასამართლოს ავტორიტეტის გაზრდას იმით, რომ სასამართლოს ხელისუფლებაში მოვიდნენ მხოლოდ პროფესიული კომპეტენციით და ღირსებით გამორჩეული ადამიანები, ისინი დაწინაურდნენ და წახალისდნენ”,- განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე თქმით, საბჭოში იქნება ძალიან ბევრი საქმე, მაგრამ თავდაპირველად ამ სამი პრიორიტეტის გამოყოფა მნიშვნელოვანია.

საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ანა დოლიძე დანიშნა. აღნიშნულ პოსტზე ის საბჭოს არამოსამართლე წევრ ვახტანგ მჭედლიშვილს შეცვლის, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 16 იანვარს ეწურება. საბჭოს ახალი წევრი თანამდებობას 4 წლის ვადით დაიკავებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა