ანა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია 15 იანვრისთვის გახდება ცნობილი

საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სიკეთე, რომელიც უნდა ეკუთვნოდეს საზოგადოებას და მისი ფუნქციონირება მიმართული უნდა იყოს საზოგადოებრივი ინტერესების დაკმაყოფილებისკენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ახალმა საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს წარდგენის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტის პოზიცია 15 იანვრისთვის გახდება ცნობილი.

"ამ ეტაპზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც გადმომეცა სამუშაოდ, არის საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებები. ჩემი წინამორბედი მუშაობდა ამ საკითხზე, ახლა უკვე მე გავაგრძელებ. 15 იანვარს არის ის ვადა, როდესაც პრეზიდენტმა უნდა მიიღოს და გამოაცხადოს გადაწყვეტილება ამ კანონთან დაკავშირებით. ამ ვადაში ჩვენ მუშაობას დავასრულებთ.

ჩემი პოზიცია ამ კანონთან დაკავშირებით, როგორც იურისტის და უფლებადამცველის არის ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სიკეთე, რომელიც უნდა ეკუთვნოდეს საზოგადოებას და მისი ფუნქციონირება მიმართული უნდა იყოს საზოგადოებრივი ინტერესების დაკმაყოფილებისკენ. შესაბამისად, ამ სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს ნებისმიერი ცვლილება კანონმდებლობაში თუ პრაქტიკაში. ამ სტანდარტით იქნება შეფასებული ის კანონიც, რომელზეც მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა