2018 წელს ნაძალადევის რაიონში კედლების მშენებლობა-რეაბილიტაცია 18 მისამართზეა დაგეგმილი

მიმდინარე წლის ბიუჯეტში, ნაძალადევის რაიონის მასშტაბით, გზის დამჭერი კედლების მშენებლობა-რეაბილიტაცია 18 მისამართზეა გათვალისწინებული, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ საყრდენი კედლების მშენებლობა მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებისთვის ხდება, 2018 წელს აღნიშნული მიმართულება გამგეობისთვის პრიორიტეტული იქნება.

როგორც მერიაში აცხადებენ, 2017 წელს ნაძალადევის რაიონში 14 გზის დამჭერი საყრდენი კედელი უკვე მოეწყო. ერთ-ერთი პროექტი ზვარეთის ქუჩაზე (#36) განხორციელდა, სადაც ძველი, დაზიანებული ბეტონის ფრაგმენტების გატანა მოხდა და ახალი 23 მ სიგრძის კედელი აშენდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 95 024 ლარი შეადგინა. გასული წლის განმავლობაში, 14 კედლის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ჯამში 592 192 ლარი გამოიყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა