თბილისის ტურისტულ ბილიკს, შესაძლოა, ქოროღლის ციხის ტურისტული ბილიკი შეემატოს

თბილისის ტურისტულ ბილიკს, შესაძლოა, ქოროღლის (აზეულა) ციხის ტურისტული ბილიკი შეემატოს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ქოროღლის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე შედგა.

დავით კირკიტაძის განცხადებით, არსებობს იდეა, რომელიც თბილისის ისტორიული მნიშვნელობის მქონე ციხის ტურისტულ ზონად ჩამოყალიბებას გულისხმობს.

„გვაქვს იდეა, რომელიც თბილისის ერთ-ერთი ულამაზესი და ისტორიული მნიშვნელობის მქონე ციხის ტურისტულ ზონად ჩამოყალიბებას გულისხმობს. იდეის ფარგლებში, გვსურს, ტურისტული ნიშნულების დამონტაჟება, საინფორმაციო ბანერების განთავსება და ქოროღლის ციხის განათება, რაც, ჩვენი აზრით, კოჯრის, როგორც თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურორტის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

მისი თქმით, მთაწმინდის რაიონის გამგეობამ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა უკვე დაიწყო.

„ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ასევე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს რეკომენდაციები, რათა სამუშაოების განხორციელება უფრო ეფექტურად, შესაბამისი სტანდარტების დაცვით მოხდეს“, - განაცხადა მთაწმინდის რაიონის გამგებელმა.

ქოროღლის ციხე კოჯორში, ზღვის დონიდან 1 250 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მას „აგარათა“ ციხეს უწოდებდნენ, შუა საუკუნეებისთვის კი - „აზეულას.“ ციხის საბოლოო სახელი „ქოროღლი“ (აზერბაიჯანულად ქორ - ბრმა), მე-18 საუკუნეში გაჩნდა, რომელიც აზეულას ტყისთვის თავშეფარებულ განდეგილთან დაკავშირებულ თქმულებას უკავშირდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა