ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 იანვარს გაგრძელდება

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 იანვარს, 15.00 საათზე გაგრძელდება.

როგორც ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა საკუთარი მტკიცებულებები წარმოადგინეს, რასთან დაკავშირებითაც პოზიციას სასამართლო ხვალ გამოაცხადებს.

„დაცვისა და ბრალდების მხარეებმა საკუთარი მტკიცებულებები წარმოვადგინეთ და ვიშუამდგომლეთ მტკიცებულებათა დაშვებაზე. ამასთან დაკავშირებით სასამართლო საკუთარ პოზიციას ხვალ 15.00 საათზე გამოაცხადებს. ჩვენი შუამდგომლობები დღევანდელ პროცესზე შეეხებოდა ჩვენი მტკიცებულებების დაშვების საკითხს, ხოლო ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლობის საკითხს“, - განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა