ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

როგორც სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ბრალდებულთა ადვოკატმა ეკა მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დაცვის მხარეს აღმკვეთი ღონისძიების გადახედვის საკითხი არ დაუყენებია, თუმცა, საპროცესო კოდექსის თანახმად, არასრულწლოვანის შემთხვევაში, სასამართლო ვალდებულია გადასინჯოს აღმკვეთი ღონისძიების საკითხი 20 დღეში ერთხელ.

ადვოკატის თქმით, მოსამართლემ კვლავ პატიმრობაში დატოვა ბრალდებულები. მისივე თქმით, მოსამართლის განმარტებით, არსებობს მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე.

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმამართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება