რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე მიკროავტობუსი ჯებირს შეეჯახა

რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია. ამის მიზეზი ავტომაგისტრალის რუსთავის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაა.

წინასწარი ინფორმაციით, „ფორდის“ მარკის მიკროავტობუსი, რომელსაც მგზავრები თბილისიდან რუსთავის მიმართულებით გადაჰყავდა, მწყობრიდან გამოვიდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და შუაგამყოფი ზოლის ჯებირს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი მგზავრი, რომელსაც სამედიცინო დახმარება სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ამ დროისთვის მიკროავტობუსის ევაუკუატორით გადაყვანის პროცესი მიმდინარეობს, რაც თბილისიდან რუსთავის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა