ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული მარტვილის გამგეობის თანამშრომლები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული მარტვილის გამგეობის თანამშრომლების წინასასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების დასაშვებობა განიხილეს.

დღევანდელ პროცესზე დაკავებულების ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა, რომლითაც ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება ან მათთვის შინაპატიმრობის შეფარდება მოითხოვეს. დაცვის მხარის განმარტებით, ბრალდებულები თავს დამნაშავედ ცნობენ, რაც აღნიშნულ საქმეში ახალი გარემოებაა.

„წინასასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე იმ გარემოებაზე საუბრობდა, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირები, პატიმრობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, ზემოქმედებას მოახდენდნენ მოწმეებზე და ხელს შეუშლიდნენ გამოძიებას, თუმცა ეს არგუმენტები არ გვაძლევს მათი პატიმრობაში დატოვების საფუძველს. პროცესზე გამოიკვეთა ახალი გარემოებები, რაც უნდა გახდეს დაკავებულის გათავისუფლების საფუძველი. ყოფილი გამგეობის თანამშრომელი ბრალს აღიარებს. ის არ აპირებს საჯარო სამსახურში დაბრუნებას. შესაბამისად, ეჭვი, რომ კვლავ განაგრძოს დანაშაულის ჩადენა, რის გამოც თავის დროზე მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, უკვე აღარ არსებობს", - განაცხადეს ადვოკატებმა.

მოსამართლე ნატრული აკობიამ დაცვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა. საქმის არსებითი განხილვა 23 იანვარს, 17:00 საათზე ჩაინიშნა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით მარტვილის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და ინფრასტუქტურის სამსახურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურების ხელმძღვანელი პირები გამგეობის შენობაში 20 ნოემბერს დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სს კოდექსის 332-ე და 338-ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა