ირაკლი გურჩიანი - საავტომობილო ბიზნესში კარტერული გარიგება წარმოუდგენელია

საავტომობილო ბიზნესში კარტერული გარიგება წარმოუდგენელია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" “ტოიოტა თბილისის” პრეზიდენტმა ირაკლი გურჩიანმა განუცხადა.

საქართველოში ”ტოიოტას” წარმომადგენლობის პრეზიდენტს, ირაკლი გურჩიანს წარმოუდგენლად მიაჩნია, რომ საავტომობილო ბიზნესში რაიმე კარტერულ გარიგებას ჰქონდეს ადგილი. ირაკლი გურჩიანის თქმით, კომპანია „სიტროენ ჯორჯია“ ბრენდის ოფიციალური დილერი არ არის.

"კომპანია „სიტროენ ჯორჯიას” დამფუძნებელი სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენელი პირებიც ვართ. „სიტროენ ჯორჯიას“ საფრანგეთიდან არ მიუღია დილერობა და საფრანგეთიდან დილერობა გაიცა სხვა კომპანიაზე. ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმაც აღნიშნა, რომ „სიტროენ ჯორჯიას“ საფრანგეთში არსებულ „სიტროენის“ ბრენდთან არანაირი კავშირი არ აქვს. აქედან გამომდინარე მე ამ „სიტროენ ჯორჯიაზე“ ვერაფერს ვიტყვი", - განაცხადა საქართველოში ”ტოიოტას” წარმომადგენლობის პრეზიდენტმა, ირაკლი გურჩიანმა.

მისივე თქმით, არც ერთი ტენდერი არ ყოფილა კონკრეტულ კომპანიაზე მორგებული. "მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ბრენდი "ტოიოტა თბილისი", წლებია, რაც ქართულ ბაზარზე შემოვიდა და საავტომობილო ბაზრის 50%-ზე მეტს ფლობს. ბოლო 15 წლის განმავლობაში მე არ მქონია შემთხვევა, სადაც ოდნავ მაინც მეეჭვა, რომ რომელიმე ტენდერი რომელიმე კომპანიაზე იყო მორგებული. ასეთი რამ გამორიცხულია. ჩვენ თითქმის ყველა გამოცხადებულ ტენდერში ვიღებთ მონაწილეობას, ბოლო ტენდერში დავმარცხდით, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ტენდერი რომელიმე კომპანიაზე იყო მორგებული. ჩვენ წავაგეთ იმის გამო, რომ ჩვენი ბრენდი სხვა ბრენდებთან შედარებით ძვირია", - განაცხადა ირაკლი გურჩიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა