კახა კალაძე - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაფინანსების სისტემის არსებულ მოდელში პრობლემები გვაქვს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაფინანსების სისტემის არსებულ მოდელს მუშაობის გამჭვირვალობის თვალსაზრისით პრობლემები აქვს. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხდა.

თბილისის მერმა მის მოადგილეს, ილია ელოშვილს დავალება მისცა, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაფინანსების სისტემის არსებული მოდელი შეცვალოს და მისი ახლებურად გააზრება მოხდეს.

"ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაფინანსების სისტემის არსებულ მოდელში გვაქვს პრობლემები. 28 მილიონი ლარი იხარჯება ამ მიმართულებით და მგონია, რომ ეს არ არის ეფექტური. გამჭვირვალობის თვალსაზრისითაც არსებობს პრობლემები. მინდა ილია ელოშვილს დავავალო, რომ მოხდეს ამ სისტემის და მისი ფუნქციების ახლებურად გააზრება და განვითარდეს ის, როგორც მუნიციპალიტეტისა და მოსახლეობის თანამშრომლობის ინსტიტუტი. ჩვენ ეს გვაძლევს კარგ შესაძლებლობას, რომ მართლაც მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ და რაც მთავარია, ეს ყველაფრი უნდა იყოს გამჭვირვალე. მგონია, რომ მნიშვნელოვან და სასიკეთო პროექტს განვახორციელებთ ამ მიმართულებით",- განაცხდა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა