კახა კალაძემ გამგებლებს დაავალა, ძლიერი ქარის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი მაქსიმალურად მოკლე დროში შეისწავლონ

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გამგებლებს სთხოვა, თბილისის სხვადასხვა რაიონში ძლიერი ქარის შედეგად, მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი მაქსიმალურად მოკლე დროში შეისწავლონ. ამის შესახებ მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და გამგეობების თანამშრომლებს მოუწოდა, მოსახლეობას გვერდში დაუდგნენ.

„ვიცი, რომ მთელი ღამის განმავლობაში, გამგეობის ყველა თანამშრომელი და თქვენც -გამგებლები, პროცესში აქტიურად იყავით ჩართული. საცხოვრებელ სახლებზე სახურავებია გადახდილი. მინდა გთხოვოთ, რომ მაქსიმალურად შევისწავლოთ ყველა დაზიანება და მოსახლეობას გვერდში დავუდგეთ. ასევე, უმოკლეს დროში შემუშავდეს კონკრეტული გეგმები, რომ ის პროექტები განხორციელდეს, რაც გასაკეთებელია“, - მიმართა კახა კალაძემ თბილისის რაიონების გამგებლებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა