რუსთავში სარეკლამო ბილბორდი მოსაცდელს დაეცა

ძლიერმა ქარმა რუსთავში, შარტავას გამზირზე სარეკლამო ბილბორდი მოგლიჯა. ბილბორდი ტრანსპორტის მოსაცდელს დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სარეკლამო ბილბორდი კერძო კომპანია ,,ველაჯიოს“ საკუთრებაა. შემთხვევის გამო შარტავას გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეფერხებული იყო.

დღესვე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა და რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, რუსთავში მე-19 მიკრო რაიონში #14 ცხრასართულიანი კორპუსიდან ძლიერი ქარისგან მოგლეჯილი სახურავის ნაწილი მოხსნეს. ძლიერმა ქარმა სახურავი დააზიანა და კორპუსზე გადმოკიდებული თუნუქი გამვლელებს საფრთხეს უქმნიდა.

ძლიერი ქარის შედეგად რუსთავში რამდენიმე მისამართზე სახურავები დაზიანდა, ქარმა მოგლიჯა ხეები, დააზიანა ბუნებრივი აირის მილი და ცალკეულ უბნებში ელექტროგადამცემი ხაზები.

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას, მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები. ამ დრომდე სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის შესახებ რუსთავის მერიის ცხელ ხაზზე 20-მდე შეტყობინება შევიდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა