ლეონიდ სლუცკი - ვაშინგტონში, რუსეთის საელჩოს წინ მდებარე მოედნისთვის ბორის ნემცოვის სახელის მინიჭება უხეში გადაწყვეტილებაა

ვაშინგტონში, რუსეთის საელჩოს წინ მდებარე მოედანს ბორის ნემცოვის სახელი უწოდეს. აღნიშნულს რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი გამოეხმაურა და მას უხეში გადაწყვეტილება უწოდა.

„ეს უხეში გადაწყვეტილებაა. ამერიკის მთავრობა თვლის, რომ ამით ჩვენ დაგვაზარალებს. ისინი ცდილობენ პირდაპირი გაგებით ყველანაირად დაგვაზარალონ საინფორმაციო თუ პოლიტიკურ არეალზე. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ანტირუსული კამპანია, რომელიც ობამას მმართველობისას დაიწყო, კვლავ გრძელდება“, - განაცხადა სლუცკიმ რუსულ სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას.

ვაშინგტონის ქალაქის საბჭომ ერთხმად მიიღო კანონპროექტი რუსეთის საელჩოს წინ მდებარე მოედნისთვის ბორის ნემცოვის სახელის მინიჭებაზე. სხდომის დროს საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ ეს ნაბიჯი დემოკრატიისადმი ქალაქის ერთგულების გამოვლინებაა და იმედი გამოთქვეს, რომ აბრა წარწერით „ბორის ნემცოვის სახელობის მოედანი“ მისი გარდაცვალების წლისთავამდე, 28 თებერვლამდე გაკეთდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა