სასამართლო სპეცოპერაციის დროს დაკავებული ზურაბ გორნაკაშვილისა და შოაიფ ბორზიევისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობაზე მსჯელობს

თბილისსა და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად დაკავებული ორი პირისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობაზე თბილისის საქალაქო სასამართლო მსჯელობს. ზურაბ გორნაკაშვილისა და შოაიფ ბორზიევისთვის საქმეებზე პროკურატურამ საგამოძიებო ვადის გაგრძელება მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. აქედან გამომდინარე, კანონმდებლობის თანახმად დღის წესრიგში დადგა ბრალდებულების მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გადახედვის საკითხი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გორნაკაშვილის ადვოკატმა ირაკლი ბენიამ განუცხადა, ის ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, როგორც მისმა ადვოკატმა იმედა ქარქაშაძემ აღნიშნა, საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რის საფუძველზეც მისი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრობაში უნდა იყოს და შესაბამისად ის ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს.

ზურაბ გორნაკაშვილი პანკისის ხეობაში 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს, ხოლო შოაიფ ბორზიევი  - 22 ნოემბერს, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს