მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი - ექიმები ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, ეს ადამიანები კი თავზე ადგნენ, ისინი სავარაუდოდ, სუს-ის თანამშრომლები არიან

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები აგრესიას არა ექიმების, არამედ დაცვის წევრების მიმართ გამოთქვამდნენ. კუბლაშვილის განმარტებით, საუბარია სავარაუდოდ სუს-ის თანამშრომლებზე, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მაჩალიკაშვილის პალატაში იმყოფებოდნენ და მის დაცვას ახორციელებდნენ. ამის შესახებ კუბლაშვილმა ”პალიტრა ნიუსის” გადაცემაში ”დღის თემა” განაცხადა.

”ჩვენ არ ვიყავით ინფორმირებულები, რომ პაციენტის მდგომარეობა გამწვავდა. დარწმუნებულები ვიყავით, რომ ტრანსპორტირებისთვის მზად ვართ, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და არა კიდევ უფრო მეტად გაუარესებული. დღეს სამ საათზე უნდა განგვეხორციელებინა ტრანსპორტირება და ოჯახის წევრებს ასეთი ეჭვი გაუჩნდათ, რომ სწორედ ამის გამო ხომ არ მოხდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. პაციენტი, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული არ იყო, დაცვის თანამშრომლები პირდაპირ თავთან ადგნენ. გვაქვს ამის მასალები. ექიმების მიმართ არ იყო აგრესია, აგრესია იყო ამ ადამიანების მისამართით მათი ბრალი ხომ არ არისო. ექიმები ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, ეს ადამიანები კი თავზე ედგნენ, შედიოდნენ, გამოდიოდნენ. ისინი სავარაუდოდ სუს-ის თანამშრომლები არიან, გავშიფრავთ ამასაც. დაცვა იყო არაოფიციალურად, რადგან დაკავებული არ იყო და თუ დაკავებული არ იყო, რატომ ედგნენ?” - განაცხადა კუბლაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა