თემირლან მაჩალიკაშვილის დედა - მე ვიცი, რომ აპარატიდან გამორთეს, სხვა რა ვიფიქრო? ბოლომდე ვიბრძოლებ და დავამტკიცებ, რომ ჩემი შვილი უდანაშაულო იყო

თემირლან მაჩალიკაშვილის დედა მედიკო (აიზა) მარგოშვილი აცხადებს, რომ დაამტკიცებს, რომ მისი შვილი უდანაშაულო იყო.

"მივმართავ ყველას, რატომ მოიქცნენ ასე. ყველამ, ვინც დამნაშავეა, მინდა განიცადოს ის, რასაც მე განვიცდი. როგორ მომიკლეს უდანაშაულო შვილი. რაღა დღეს გარდაიცვალა თემირლანი, როდესაც უცხოეთის კლინიკაში გადაგვყავდა? მე ვიცი, რომ აპარატიდან გამორთეს. სხვა რა ვიფიქრო. ამას ასე არ დავტოვებ. ბოლომდე ვიბრძოლებ და დავამტკიცებ, რომ ჩემი შვილი უდანაშაულო იყო და 19 წლის უდანაშაულო ბავშვი მომიკლეს“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას თემირლან მაჩალიკაშვილი დედამ.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი ამ დრომდე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა