ქობულეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 3 წლის ბავშვის დაღუპვის გამო ავტომობილის მძღოლი დააკავეს

ქობულეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 წლის ბავშვის დაღუპვის გამო მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დააკავეს. თვითმხილველების ინფორმაციით, 34 წლის ქალბატონი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ცენტრალურ გზაზე გადაადგილდებოდა. რა დროსაც მათ ავტომობილი დაეჯახა. მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა, დაშავებული ქალბატონი კი სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის რეგიონალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულმა კლინიკა უკვე დატოვა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა