ანონსი 16 იანვარი

 ანონსი 16 იანვარი

16 იანვარს, 19:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ–ში“ „საქართველოს რეალტორთა ასოციაციის“ ორგანიზებით, ბიზნესღონისძიება – „საბროკერო საქმიანობა, როგორც ქვეყანაში დასაქმების კატალიზატორი და ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტი“, გაიმართება.

საკონტაქტო ტელ.: 599 61 88 67

16 იანვარს, 20:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში კონცერტი - „ოპერა - ფანტაზია“ გაიმართება, რომელსაც თბილისის ოპერის თეატრის მუსიკალური დირექტორი დანიელ ორენი უდირიჟორებს.

16 იანვარს, 20:00 საათზე, „უფლებადამცველთა ასოციაცია“ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის მოთხოვნით მთავარ პროკურატურასთან აქციას გამრთავს.

თემა: პაატა პავლიაშვილის საქმეზე შეწყვეტილი გამოძიება. გასაჯაროვდება იმ პოლიციელების ვინაობაც, ვინც იმსხვერპლა პაატა პავლიაშვილი. აქციას შეუერთდებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრებიც.

საკონტაქტო პირი ნიკა მემანიშვილი - 598555445