ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლები კორეაში შეხვედრებს მართავენ

ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დელეგაცია კორეის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვია, რომელსაც სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი ზვიადაძე ხელმძღვანელობს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს კორეის რესპუბლიკის მეცნიერების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მომავლის დაგეგმვის სამინისტროში, ასევე ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე კორეის წამყვან კომპანიებსა და ინსტიტუტებში.

ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და კორეის ტექნოპარკების ასოციაციას შორის. ხელმოწერის ცერემონიალი კორეის ერთ-ერთ უმსხვილეს დეჯონის ტექნოპარკში გაიმართა, რომლის დასრულების შემდგომ მხარეებმა ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ურთიერთგაგების მემორანდუმი შემდეგ მიმართულებებს აერთიანებს: ინოვაციების, ბიოტექნოლოგიების, ICT (საინფორმაციო და კომუნიკაციების ტექნოლოგიები), STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა) სფეროში გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის ხელშეწყობა; ქართველი სტარტაპებისა და ინოვატორების კორეის ბაზარზე შესვლის ხელშეწყობა; ერთობლივი აკადემიური და სამეცნიერო აქტივობების ორგანიზება, როგორიცაა ფორუმები, სემინარები, ინკუბატორები/აქსელერატორები და კონფერენციები; სასწავლო პროგრამების შემუშავება; კორეის ტექნოპარკების ასოციაციის გამოცდილების გაზიარება საქართველოში ტექნოლოგიური გადაცემის ოფისის შექმნის პროცესში; ალტერნატიულ დაფინანსებაზე წვდომის მიზნით კორეის ენჯელ/ვენჩურულ ინვესტორებსა და ფონდებთან დაკავშირება და ქართველი სტარტაპებისთვის ფიჩინგ სესიების ორგანიზება.

ვიზიტის ფარგლებში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებისთვის ასევე დაგეგმილია ელექტრომანქანების საჩვენებელი ტური Hyundai -ის ქარხანაში, შეხვედრა კორეის ტექნოლოგიური წინსვლის ინსტიტუტისა და კომპანია SELVAS Healthcare Co - ს დირექტორებთან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა