გიორგი მარგველაშვილი - ანა დოლიძე მივიდა პარლამენტში რამდენჯერმე და დახვდა აგრესია, შეურაცხყოფა, მდაბიო, მოძველბიჭო ურთიერთობა

ანა დოლიძე მივიდა პარლამენტში რამდენჯერმე და პარლამენტში დახვდა აგრესია, შეურაცხყოფა, მდაბიო, მოძველბიჭო ურთიერთობა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიენტმა, გიორგი მარგველაშვილმა„რუსთავი2“-ის ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ანა დოლიძე აღარ არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრი და შესაბამისად, მას აქვს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.

„ანა დოლიძეს არ ექნება და არც აქვს იმის მოლოდინი, რომ ჩემგან რამე პოლიტიკური მესიჯი ჰქონდეს. დღევანდელი დღიდან ის არის იუსტიციის საბჭოს წევრი და აღარ არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრი, არ არის მისი საპარლამენტო მდივანი. შესაბამისად, მას აქვს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.

ანა დოლიძე მივიდა პარლამენტში რამდენჯერმე და დახვდა აგრესია, შეურაცხყოფა, მდაბიო, მოძველბიჭო ურთიერთობა. მან მარტომ, ტრიბუნაზე მდგარმა მოახერხა და ყველა ამ ადამიანს, რომელთაც აქვთ სურვილი, რომ მედიის მეშვეობით რაღაც მდარე განცხადებები აკეთონ, ერთმა ქალბატონმა, მაღალკვალიფიციურმა იურისტმა, ეს ყველაფერი იქვე, იმ ოთახში, იმ სივრცეში დაულაგა ამ ადამიანებს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა