აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - როდესაც ჩვენ ქვეყანაში ვიღებთ ხალხს, უნდა შევაფასოთ რამდენად დაიცავენ კანონს და ხომ არ წარმოადგენენ ჩვენთვის საფრთხეს

აშშ-ში საიმიგრაციო სისტემა იმგვარად უნდა იყოს რეფორმირებული, რომ ქვეყანაში გადმობარგება მხოლოდ მათ შეძლონ, ვინც სახელმწიფოსთვის სასარგებლო უნარებს ფლობს, - ამის შესახებ ტელეარხ Fox News-ის ეთერში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჯეფ სეშნსმა განაცხადა.

„როდესაც ჩვენ ქვეყანაში ვიღებთ ხალხს, კანადის მსგავსად უნდა ვიმოქმედოთ. უნდა შევაფასოთ თუ რამდენად დაიცავენ კანონს და ხომ არ წარმოადგენენ ჩვენთვის საფრთხეს, აქვთ თუ არა განათლების საკმარისი დონე და უნარები, რაც აშშ-ში წარმატების მისაღწევად აუცილებელია“, - განაცხადა ჯეფ სეშნსმა.

მისი თქმით, სავიზო ლატარეის სისტემა არაკეთილგონიერია და აბსურდულ პოლიტიკას წარმოადგენს.

„რა არის კარგი იმაში თუ შემოვუშვებთ ვინმეს, ვინც გაუნათლებელია, არ ფლობს უნარებს, ჩვენს ქვეყანაში სირთულეების წინაშე დადგება და წარმატებას ვერ მიაღწევს?“ - აღნიშნა აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა