გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მუდმივმოქმედ სამეცნიერო სემინარს – „თანამედროვე ეკონომიკა - მაკროეკონომიკური კვლევები“ იწყებს

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლა იწყებს მუდმივმოქმედ სამეცნიერო სემინარს “თანამედროვე ეკონომიკა - მაკროეკონომიკური კვლევები“ ("Modern Economy _ Macroeconomic Research").

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტიდან აცნობეს, სემინარის ხელმძღვანელი პროფესორი დემურ გიორხელიძეა.

უნივერსიტეტის განცხადებით, სამეცნიერო სემინარის მიზანია ფართო საზოგადოებისთვის თანამედროვე მაკროეკონომიკური თეორიის სფეროში მიმდინარე და განხორციელებული კვლევების გაცნობა და ეკონომიკის ანალიზისათვის მისი შედეგების გამოყენება, ასევე, ეკონომიკის მკვლევართა კვალიფიციური ჯგუფის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

„სემინარის ფარგლებში განიხილება თანამედროვე ეკონომიკის აქტუალური საკითხები. მეცნიერ-მკვლევარები, დოქტორანტები და მაგისტრანტები წარმოადგენენ თავიანთ სამეცნიერო ნაშრომებსა თუ დისერტაციებს თანამედროვე მაკროეკონომიკაში [Modern (Advanced) Macroeconomics]. სემინარი ღიაა თანამედროვე ეკონომიკის სფეროში მოღვაწე ყველა მკვლევარისა და ამ საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის. მოხსენების შესახებ განაცხადი შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს სემინარამდე არაუგვიანეს 10 დღისა, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: modern_macroeconomics@gruni.edu.ge ან უშუალოდ სემინარის ხელმძღვანელთან (599 569 711). სემინარი გაიმართება ყოველი თვის ბოლო პარასკევს, 17.00 საათზე, გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის აუდიტორია № 104“, – აცხადებენ უნივერსიტეტში.

მათივე ინფორმაციით, პირველი სემინარი გაიმართება მიმდინარე წლის 1 მარტს, რომელზეც შემდეგი საკითხები განიხილება: "თანამედროვე მაკროეკონომიკური კვლევები და სამეცნიერო სემინარის ინტერესთა მიმდინარე სფერო" (მომხსენებელია დემურ გიორხელიძე) და "წარმოების ფაქტორების წვლილი საქართველოს ეკონომიკის ზრდაში (1996-2016) ადამიანური კაპიტალის მდგომარეობა და ეკონომიკური ზრდის პრობლემები".

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა