ეკა ბესელია - ტენდენცია იგივეა - მმართველ ძალას მოსახლეობის მეტი მხარდაჭერა აქვს

ტენდენცია იგივეა - მმართველ ძალას აქვს მოსახლეობის მეტი მხარდაჭერა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ NDI-ის კვლევის იმ ნაწილის კომენტირებისას განუცხადა, რომელიც პარტიულ რეიტინგებს ეხება.

დეპუტატის თქმით, აღნიშნული შედეგი სატრაბახო არ არის და პირადად ამას უყურებს როგორც ტვირთს, გამოწვევას და პასუხისმგებლობას.

“ციფრებთან დაკავშირებით ცდომილება ყოველთვის იყო და სიზუსტის მოლოდინი არავის აქვს. თითქმის ყველა წელს არჩევები გვაქვს და ყველა არჩევნები განსხვავებულ მოცემულობას აჩვენებს. აქ სახასიათო, ნიშანდობლივი ტენდენცია არის ის, რომ ჩვენს პოლიტიკურ ძალას მუდმივად აქვს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა. ის თუ რამდენია ეს გამოხატული ციფრებში, მე არჩევნების შედეგებს დავეყრდნობოდი“, - აღნიშნა ბესელიამ.

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ”ქართული ოცნება” დგას. კითხვაზე, რომელი პარტია დგას ჩვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პასუხები ასე გადანაწილდა: ”ქართული ოცნება”– 31%, არც ერთი პარტია - 30%, უარი პასუხზე - 12%, ”ნაციონალური მოძრაობა”- 10%, არ ვიცი - 5%, ”ევროპული საქართველო”- 4%, ”პატრიოტთა ალიანსი”- 3%, სხვა - 1%.

კვლევის მიხედვით, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას“, 27%-ით “ქართული ოცნება“ ლიდერობს. აღნიშნულ კითხვაზე შედეგები ასე გადანაწილდა: - “ქართული ოცნება“ - 27%; არც ერთი პარტია - 24%; არ ვიცი - 15%; უარი პასუხზე - 13%; “ნაციონალური მოძრაობა“ – 10%; “ევროპული საქართველო“ – 3%; სხვა - 7%.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს