თემქაზე მშენებარე ობიექტიდან გადმოვარდნილი მუშა გარდაიცავალა

თემქაზე მშენებარე ობიექტიდან გადმოვარდნილი მუშა გარდაიცავალა. მას საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია უტარდებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. არსებული ინფორმაციით მამაკაცი მშენებლობის მესამე სართულიდან გადმოვარდა.

საავადმყოფოში იმყოფებიან ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის წარმომადგენლები, რომლებიც შეისწავლიან იყო თუ არა მშენებლობაზე შრომის უსაფრთხოების ნორმები დაცული. შრომის ინსპექციის დეპარტამენტის წარმომადგენლები ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერებასაც გეგმავენ.