დავით სერგეენკო - საზოგადოებას მოვუწოდებ, ნუ აიცრუებენ გულს ვაქცინაციაზე, რადგან იმუნიზაცია არის უსაფრთხო და ეფექტური საშუალება დაავადებებისგან თავის დასაცავად

საზოგადოებას მოვუწოდებ, ნუ აიცრუებენ გულს ვაქცინაციაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სამინისტროში ვაქცინაციის საკითხზე გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ვაქცინაცია, როგორც ტექნოლოგია, არის უსაფრთხო და ეფექტური საშუალება დაავადებებისგან თავის დასაცავად. სერგეენკომ მედიასაშუალებებს ინფორმაციის გავრცელებისას სიფრთხილისკენ მოუწოდა.

„მინდა ვთხოვო მედიას, რომ როდესაც ასეთ თემებზეა საუბარი, გზავნილები იყოს ძალიან მოზომილი. არ მინდა მენტორულად აგიხსნათ, თუ როგორ შეასრულოთ თქვენი სამუშაო, უბრალოდ ერთ მაგალითს გეტყვით - როდესაც 2004-2005 წლებში საქართველოში იყო „წითელას“ აფეთქება, იყო არაიმუნიზირებული ფენა, რომელსაც 90-იან წლებში უნდა გაეკეთებინა აცრა. მაშინ სახელმწიფომ გადაწყვიტა მასობრივი ვაქცინაცია, თუმცა, მხოლოდ ერთმა სიუჟეტმა, რომელიც გავიდა მაშინდელ მედიაში და რომელიც ემსახურებოდა იმუნიზაციის დისკრედიტაციას, საერთოდ მოშალა ეს ყველაფერი. შედეგად მივიღეთ წითელას აფეთქება. როდესაც 15 ათასი ადამიანი დასნებოვდა და მათგან 4 გარდაიცვალა. ასე რომ, იმუნიზაცია და ვაქცინაცია არის ტექნოლოგია, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში დაადასტურა, რომ ერთადერთი ქმედითი საშუალებაა გადამდები დაავადებებისგან გადასარჩენად.

საზოგადოებას მოვუწოდებ, ნუ აიცრუებენ გულს ვაქცინაციაზე. ვაქცინაცია, როგორც ტექნოლოგია, არის უსაფრთხო და ეფექტური და იცავს დაავადებებისგან და ის ვაქცინები, რომელიც დღეს არის საქართველოში, არის მაღალი ხარისხის”, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო