უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - მოლაპარაკებების გამართვის ადგილს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს

უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გარშემო მოლაპარაკებების გამართვის ადგილის შეცვლის საკითხს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პაველ კლიმკინი გამოეხმაურა.

„შეხვედრების ადგილს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. რატომ ავირჩიეთ მინსკი? ბელარუსი შედარებით ნეიტრალურია, ეს მოსახერხებელია ლოგისტიკური თვალსაზრისითაც... ნახეთ რუკაზე, სად მდებარეობს ასტანა? მინსკი იქნება თუ რომელიმე სხვა ქალაქი, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ სამწუხაროდ, ჩვენ ამ მოლაპარაკებებზე წინ ვერ მივიწევთ, ვინაიდან რუსეთს არ სურს რაიმე სახის ვალდებულებების შესრულება. ამას მარტივი მიზეზი აქვს: მათ სურთ შეინარჩუნონ დონბასის რეგიონში არსებული ვითარება, რომ ის დარჩეს რუსეთის კოლონიად“, - განაცხადა კლიმკინმა ტელეარხ „ინტერის“ ეთერში.

ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მოლაპარაკებების მინსკიდან სხვა ქალაქში გადატანა სურს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა