განათლების მინისტრი - სკოლასა და მშობელს შორის დაიდება კონტრაქტი, რომელიც მშობლის პასუხისმგებლობის საკითხს გულისხმობს

მშობელსა და სკოლას შორის დაიდება კონტრაქტი, რომელიც მშობლის პასუხისმგებლობის საკითხს გულისხმობს, - ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ჩხენკელი ამბობს, კონტრაქტების შემოღება მიმდინარე სასწავლო წლიდან იგეგმება.

„მნიშვნელოვანია, რომ მშობლები ჩართულები იყვნენ სკოლის პროცესში. ვიხილავთ შემდეგ მოდელს, რომ მშობელსა და სკოლას შორის დაიდოს კონტრაქტი, რაც გულისხმობს მშობლის პასუხისმგებლობის საკითხსაც, რომ ისინი ურთიერთთანამშრომლობდნენ, ყოველი მოსწავლის მშობელი ჩართული იყოს იმ პროცესში, რომელიც სკოლაშია; ინფორმირებულობა უნდა იყოს ორმხრივი. სკოლამ სწრაფად უნდა მიაწოდოს მშობლებს ინფორმაცია, თუ რაიმე პრობლემაა და პირიქით, მშობელმა აქტიურად იმუშაოს სკოლასთან. სკოლის მასწავლებლები, ხელმძღვანელობა და მშობელი უნდა იყოს ერთი გუნდი. კონტრაქტების შემოღებას ახლაც ვგეგმავთ. დაიწყო ეს კამპანია. კიდევ გვაქვს სხვა კამპანიაც, რომელიც მოსაწავლეებთან შეხვედრას ითვალისწინებს. რამდენიმე ასეთი შეხვედრა უკვე ჩავატარეთ და ისევ ვგეგმავთ. ეს არის კამპანია „მოუსმინე მოსწავლეებს“, ასევე ვხვდებით მასწავლებლებს და მომავალი კვირიდან ვგეგმავთ, ყველა რეგიონში ჩასვლას და სკოლების დირექტორებთან შეხვედრას, მათი აზრის გათვალსწინებაც აუცილებლად უნდა მოხდეს. რეალურად, ჩვენ ერთი გუნდი ვართ“, - აღნიშნა ჩხენკელმა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია: მიხეილ ჩხენკელი - ძალადობის და აგრესიის არსებობა მარტო სკოლის პრობლემა არ არის, სკოლა არის იმ პრობლემების ანარეკლი, რაც საზოგადოებაშია

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა