რკინიგზელთა პროფკავშირის წარმომადგენელი - სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქების შესახებ მუშების ნაწილის გაფრთხილება არ მოხდა, რის გამოც ეს ადამიანები მძიმედ დაშავდნენ

ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მუშების მდგომარეობა მძიმეა. როგორც რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის აპარატის ხელმძღვანელი პაატა ნინუა “ინტერპრესნიუსთან“ განმარტავს, აფეთქება უსაფრთხოების ნორმების დაუცველობამ გამოიწვია.

„გვირაბში, ორი სოფლის დამაკავშირებელ მონაკვეთზე მოხდა შემთხვევა. სოფელ ბეჟათუბნის მხრიდან მოხდა აფეთქება. როგორც გაირკვა, მეორე მხარეს მყოფმა მუშებმა ამ აფეთქების შესახებ არ იცოდნენ, არ მოხდა მათი გაფრთხილება, რის გამოც ეს ადამიანები მძიმედ დაშავდნენ“, - განაცხადა პაატა ნინუამ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს