მიხეილ სააკაშვილი - როდესაც უკრაინის ხელისუფლებაში მიხვდნენ, რომ პიარი და ფულის კეთება კი არა, ხალხის დახმარება მსურს, აქტიურად დაიწყეს ჩემი მოშორება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინიდან მისი გაძევებით პირადად ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოა დაინტერესებული. ამის შესახებ სააკაშვილმა სააპელაციო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ეს არის პოროშენკოს პირადი ბრძანება. ის მალდივებიდან დაბრუნდა და სასამართლოს გადაწყვეტილების გაასაჩივრების ბრძანება გასცა. რაზე მიდის აქ საუბარი? ეს უპრეცედენტო შემთხვევაა - უკრაინის უშიშროების სამსახური ასაჩივრებს გადაწყვეტილებას, რომელიც მათ სასარგებლოდ იყო გამოტანილი.

მე უკანონოდ ჩამომართვეს მოქალაქეობა, რაზეც ოდესმე პოროშენკოს პასუხისგება მოუწევს. რატომ გავხვდი მე უკრაინის მოქალაქე? 2013 წელს პოროშენკო ამბობდა - მე მაქვს რეფორმების გატარების ორი მაგალითი - საქართველო და სინგაპური. როდესაც მე მაიდანზე მათ ვეხმარებოდი, ყველა ამბობდა - როგორ გაგვიმართლა, რომ სააკაშვილი აქ არის. ეს მათთვის კარგი პიარ-სვლა იყო - „სააკაშვილი სახელმწიფო სამსახურში“. მე მსურდა, უკრაინელ ხალხს დავხმარებოდი, მათ კი კარგი პიარის გაკეთება სურდათ. როდესაც ისინი მიხვდნენ, რომ მე პიარი და ფულის კეთება კი არა, არამედ ხალხის დახმარება მსურს, მათ აქტიურად დაიწყეს ჩემი მოშორება“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა