დიმიტრი ხუნდაძე უწყებათაშორის კომისიაზე ნარკოპოლიტიკის დოკუმენტის განხილვას მიესალმება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე დღეს იუსტიციის სამინიტროში ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე ნარკოპოლიტიკის დოკუმენტის განხილვას დადებითად აფასებს.

დეპუტატის თქმით, ამ დოკუმენტზე კანონმდებლებთან ერთად, სწორედ ის უმაღლესი პასუხისმგებლობის პირები უნდა მსჯელობდნენ, ვინც შემდგომში უშუალოდ განახორციელებს ამ რეფორმას.

„მივესალმები უწყებათაშორის კომისიაზე ნარკოპოლიტიკის დოკუმენტის განხილვას. დღეს სწორედ იმ მაღალი პასუხისმგებლობით დადგა საკითხი, როგორც მართებულია ნარკოპოლიტიკის რეფორმის განხილვისას. დღემდე კანონპროექტის ავტორების მხრიდან მთავარი აქცენტი გაკეთებული იყო ნარკომომხმარებლებზე, რომ ისინი არ უნდა დავიჭიროთ, რაზეც ყველა ვთანხმდებოდით, მაგრამ არ იყო გათვლილი ის სერიოზული რისკები, რაც მოჰყვება ნარკოპოლიტიკის რეფორმის ამ ფორმით განხორციელებას. ზოგადად, ნარკოპოლიტიკა არ არის მხოლოდ ნარკომომხმარებელთა მდგომარეობის განსაზღვრა, აქ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია ნარკოტიკების გასაღება-გავრცელება და საზოგადოების იმ უდიდესი ნაწილის დაცვა, ვინც მომხმარებელი არ არის. სწორედ ამიტომ ვსაუბრობდით, რომ ნარკოპოლიტიკა კომპლექსური საკითხია და მას უფრო სერიოზული მიდგომა სჭირდებოდა“, - განაცხადა ხუნდაძემ.

მან იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ შესაბამის უწყებებთან, ავტორებთან, საპატრიარქოსთან და ფართო საზოგადოებასთან ერთად განხორციელდება ნარკოპოლიტიკის ისეთი რეფორმა, რომელიც იქნება ჰუმანური და მზრუნველი ნარკომომხმარებელთა მიმართ, ძალიან მკაცრი - გავრცელება-გამსაღებლებისთვის და საზოგადოების იმ დიდი ნაწილის ინტერესების დაცველი, ვინც მომხმარებელი არ არის.

აღნიშნულ კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა